ფეხბურთი

13:50 | 20.02.2017 | ნანახია 1669 - ჯერ

“ბაიერნი” დემბელეში 35 მილიონს იხდის 

მიუნხენის “ბაიერნი” მზადაა “სელტიკის” 20 წლის ფრანგ შემტევში მუსა დემბელეში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იანვრის თვეში დემბელეს გადაბირება “ჩელსის” და “ვესტ ჰემს” სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

შოტლანდიური კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ასახელებს.

მიმდინარე სეზონში დემბელემ 41 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:22 | 21.02.2017
varleone (300)

korben dallas

კი ჯობს, მაგრამ დააკვირდი ეს სელტიკშია, ის დორტმუნდში, ოსმანს მეტი მომენტი ექმნება თანაგუნდელების წყალობით, მუსას ნაკლებად, მოკლედ ნიჭიერია ძალიან მუსა, უბრალოდ ცოტა მეტი დახვეწა უნდა და ევროპის კვალი ამაზეც მოახდენს გავლენას და თუ არ აჯობა არაფრით ჩამოუვარდება

14:19 | 20.02.2017
KoRBeN DaLLaS (24840)

მე ვფიქრობ დორტმუნდელი დემბელე ჯობია ამას, მაგრამ არა მგონია ბაიერნმა იკადროს და ბუნდესლიგელი კონკურენტი დაასუსტოს.

17:07 | 20.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი დორტმუნდის დემბელე ჯობს მარა მაგას ცოტა ხასიათისკენ აქ პრობლემა მარა ჯერ პატარაა

14:41 | 20.02.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

0.118291