ფეხბურთი

13:19 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმა" თურქული შეკრება დაასრულა

თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა მარტვილის "მერანი". გუნდმა სიდეში ოთხი სპარინგ-მატჩი ჩაატარა.

"აკადემია პანდევთან" და პოლონურ "სტალთან" წაგების შემდეგ, "მერანელებმა" მარიუპოლის "ილიჩევიცთან" ითამაშეს ფრე 0:0. ბოლო ამხანაგურ მატჩში კი "როსტოვის B" გუნდი დაამარცხეს ანაგარიშით 2:1. გოლები რუსული კლუბის კარში რევაზ გეწაძემ და დავით მაისაშვილმა გაიტანეს.

"მერანი" გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა საქართველოში. გუნდი ორი დღე დაისვენებს და ისევ განაახლებს ვარჯიშებს მარტვილში, ჩემპიონატის დაწყებამდე კი ერთ ამხანაგურ მატჩსაც გეგმავს საკუთარ არენაზე, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ.

საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს დაიწყება და "მერანი" პირველ ტურში საფეხბურთო კლუბ "გაგრას" უმასპინძლებს.

"მერანის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118046