საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის შემდეგ დელრეი ბიჩზე გადაინაცვლებს, სადაც ATP-ის კიდევ ერთ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ წრეში 24 წლის ჩოგბურთელი გამოცდილ გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდება. 38 წლის ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 1024-ე ადგილზე იმყოფება, რადგან 2016 წელი მთლიანად გაუცდა.
ტურნირის პირველი ნომერი კანადელი მილოშ რაონიჩია და მეორე ნომრად კი ივო კარლოვიჩია განთესილი. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ტომი ჰაასის ბარიერს ადალახავ, მერვედფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდება და წარმატებული თამაშის შემთხვევაში შესაძლოა კვლავ ხორვატ ჩოგბურთელს შეხვდებს. ასევე ბასილაშვილის ბადის მხარესაა, მესამე ნომერი და მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზე მყოფი ჯეკ სოკი. ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე წინა წელს არ მონაწილეობდა, შესაბამისად სარეიტინგო ქულა დასაცავი არ აქვს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 534 625 დოლარს შეადგენს.