მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი კევინ გამეირო ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის ბოლო ტურში ხიხონის “სპორტინგს” (4:1) სამი გოლი 4 წუთსა და 43 წამში გაუტანა – ეს კი, 1995-1996 წლების სეზონიდან ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქია ლა ლიგის ისტორიაში.
აქამდე ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი დავიდ ვილას ჰქონდა, რომელმაც 2006 წლის აპრილში, “ვალენსიას” მაისურით ბილბაოს “ატლეტიკს” ჰეთ-თრიქი 4:47 წუთში შეუსრულა.
მთლიანად რეკორდის მფლობელი კი ბრაზილიელია ბებეტოა, რომელმაც ზემოხსენებულ 1995-1996 წლების სეზონში "დეპორტივოსა" და "ალბასეტეს" მატჩში 4 წუთში შეასრულა ეთ-თრიქი.