ფეხბურთი

10:43 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კრიტიკა ჩემთვის არაფერს ნიშნავს"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ბოლო დროს კრიტიკის ობიექტია. თუმცა, როგორც თავად ესპანელმა სპეციალისტმა “ლეგანესთან” მატჩის წინ განაცხადა, კრიტიკა მას არ აინტერესებს, რადგან უმნიშვნელოა.

“კრიტიკა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს – მე და მედია ორ სხვადასხვა მხარეს ვართ. ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი საქმე რთულადაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ სამ ფრონტზე ვიბრძვით. პსჟ-სთან საპასუხო თამაშზე უკვე ვფიქრობთ, ისევე როგორც სამეფო თასის ფინალში “ალავესთან” მატჩისთვის.

მომავალი? – ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებს გუნდი სეზონის დარჩენილ, გადამწყვეტ თვეებში”, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

“ბარსელონა” ამ დროისთვის სამ ფრონტზე თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალში პსჟ-სთან პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა, ხოლო ლა ლიგაში ლიდერ “რეალს” ჩამორჩება და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.132817