ფეხბურთი

14:25 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსელონას" გავარდნა კარგი იქნება"

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გავა.

როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა ესპანურ მედიას განუცხადა, ეს ტურინის “იუვენტუსის” წისქვილზე დაასხამს წყალს.

“ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა. მართალია, “ბარსა” “ბარსაა”, მაგრამ პსჟ-ს ფორმიდან გამომდინარე ეს თითქმის შეუძლებელია.

თუ ასე მოხდა, ეს ჩვენთვის კარგი იქნება (“იუვესთვის”) – გზიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი ჩამოგვშორდება”, - უთრხა ალვეშმა Radio Onda Cero-ს.

შეგახსენებთ, დანი ალვეში “ბარსელონაში” 2008-2016 წლებში თამაშობდა და სწორედ “ბლაუგრანასთან” ერთად მოიგო სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. ერთხელ ბრაზილიელმა მისი ამჟამინდელი კლუბის, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გაიმარჯვა.

ალვეში “ბებერ ქალბატონში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

0.115804