ჭადრაკი

23:00 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში შეიძლება კიდევ ერთი ქართული წყვილი ვიხილოთ

დასრულდა მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუაური ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრების მეორე ტური.

მეოთხედფინალში თამაშის საგზური მოიპოვა ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც შენ იანგი(ჩინეთი) 1.5:0.5 დაამარცხა. ტაი ბრეიკში გააგრძელებენ ბრძოლას ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გურამიშვილი და ჩემპიონატზე მეოთხე ნომრად განთესილი ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი). მათ შორის გამარჯვებული შეხვდება ძაგნიძეს. თუ გურამიშვილმა შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთ ქართულ წყვილს ვიხილავთ ნინო ბაციაშვილი-სოფო გვეტაძისა და ბაციაშვილი-ნინო ხურციძის შემდეგ.

სამწუხაროდ, ხურციძე ჩემპიონატს გამოეთიშა, რომელიც მსოფლიოს ექს ჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვასთან (ბულგარეთი) დამარცხდა 0.5:1.5.

ძაგნიძესთან ერთად მეოთხედფინალში თამაშის უფლება ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) და შიქუნ ნიმიმ (ჩინეთი) მოიპოვეს.

მერვედფინალურ შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ძაგნიძე - შენ იანგი 1.5:0.5(1:0,0.5:0.5)

გურამიშვილი - დრონოვალი 1:1(0.5:0.5,0.5:0.5)

სტეფანოვა - ხურციძე 1.5:0.5(1:0,0.5:0.5)

მუზიჩუკი - ფამ ლე ტაო ნგუენი(ვიეტნამი) 2:0(1:0,1:0)

ნიმი -ნატალია პოგონინა(რუსეთი) 1.5:0.5(1:0,0.5:0.5)

ტან ჟონგი(ჩინეთი)-რუტ პამდინი(ინდოეთი)1:1(0.5:0.5,0.5:0.5)

ჟუ ვენჯუნი(ჩინეთი)-ოლგა პოგონინა(რუსეთი) 1:1(0.5:0.5,0.5:0.5)

ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი)-პია კრამლინგი(შვედეთი) 1:1(0.5:0.5,0.5:0.5)

ტაი ბრეიკის პარტიები ხვალ ჩატარდება.

0.106766