ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინის "ოლექსანდრიაში" ითამაშებს. ქართველი ნახევარმცველი უცხოურ შეკრებაზე გასინჯვაზე იყო გუნდთან ერთად. მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმაც გადაწყვიტა, რომ ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიაში" დარჩება.
23 წლის ჭანტურიშვილს აქამდე მხოლოდ ქართულ გუნდებში უთამაშია: "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში". ორივე გუნდში გახდა საქართველოს ჩემპიონი, ასევე, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სამჯერაც - სუპერთასი.
"ოლექსანდრია" უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.