ფეხბურთი

13:30 | 18.02.2017 | ნანახია 0 - ჯერ

"გრანადას" ისტორიული შემადგენლობა - ყველაზე ინტერნაციონალური სასტარტო

ესპანეთის ლა ლიგის XXIII ტურის სასტარტო მატჩში, რომელიც “გრანადასა” და “ბეტისს” შორის გაიმართა, უცნური ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ათი ლეგიონერი და ერთი ესპანელი გახლდათ. ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან უცხო ქვეყნის 10 მოთამაშე აქამდეც არაერთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ყოფილა, მაგრამ “გრანადას” ფაქტი იმითაა გამოსარჩევი, რომ სასტარტოში 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოხვდა. ასეთი რამ კი, ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს.

ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუკას ალკარასმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა: ოჩოა (მექსიკა), ფულკიე (საფრანგეთი), ჰონგლა (კამერუნი), ინგასონი (ისლანდია), გასტონ სილვა (ურუგვაი), ექტორი (ესპანეთი), უჩე (ნიგერია), ვაკასო (განა), ანდრეს პერეირა (ბრაზილია), კარსელა-გონსალესი (მაროკო), რამოსი (კოლუმბია).

შესაბამისად, გამოვიდა, რომ “გრანადას” მოედანზე ყველაზე ინტერნაციონალური შემადგენლობა ჰყავდა. ალკარასის არჩევანმა კი, სრულად გაამართლა – ზემოხსენებული შეხვედრა “გრანადამ” 4:1 მოიგო.

თეგებიგრანადა

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:25 | 23.05.2018
Shevche (15054)

ლობჟანიძეს რომ ამჯერად გოლი არ გაუტანია, ეგ დაწერეს და სხირტლაძემ რომ გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა, ეგ დაიკიდეს ))

01:44 | 23.05.2018
O. Mertskhali (8101)

პლეიოფის მეორე თამაში გამოგრჩათ?! - სხირტლაძემ, გოლი გაიტანა + საგოლე გადაცემა გააკეთა!

0.069087