ფეხბურთი

12:30 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ნაპოლის" ინსინიეში 35 მილიონს სთავაზობდა

იტალიურმა “ნაპოლიმ” ლორენცო ინსინიე “მილანში” არ გაყიდა. Football Italia-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “როსონერის” ხელმძღვანელობა მზად იყო 25 წლის შემტევში 35 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ სამხრეთელებმა თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ ისურვეს.

წყაროს ცნობით, “მილანს” ინსინიე ახლაც აინტერესებს, მაგრამ “ნაპოლი” ფეხბურთელთან უახლოეს მომავალში კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ლორენცო ინსინიემ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალის” კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

0.112344