უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის თამაშების შემდეგ, ტრადიციულად, კვირა შეაჯამა და ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. 2017 წლის პირველ სიმბოლურში ყველაზე მეტი, ორი წარმომადგენელი ლიონის “ოლიმპიკს” ჰყავს – ალექსანდრ ლაკაზეტი და ლიუკა ტუსარი.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურს მიღმა დარჩა “ბეშიქთაშის” ნახევარმცველი ჯენქ თოსუნი, რომელიც იმავე უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად, ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პირველი 1/16-ფინალური მატჩების სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირია:
მეკარე: ანდრე ონანა (“აიაქსი”)
მცველები: ტომოფეი კალაჩოვი (“როსტოვი”), ნუმან ჩურუქსუ (“ოსმანლისფორი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”)
ნახევარმცველები: ლიუკა ტუსარი (“ლიონი”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), დანიელ მილიჩევიჩი (“გენტი”), ფრენკ აჩეამპონგი (“ანდერლეხტი”)
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (“რომა”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერი”), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”)