კალათბურთი

22:46 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტომარაძე და ვუდსი ვარჯიშს შეუდგნენ

სუპერლიგის მონაწილე ,,ოლიმპის’’ კალათბურთელებმა კახა ტომარაძემ და კრაიდონ ვუდსმა ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიშს შეუდგნენ. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის თანაშემწე დავით როგავამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ვუდსს კუნთი ჰქონდა დაჭიმული, ხოლო ტომარაძე ტვინის შერყევის გამო ვერ ვარჯიშობდა.

0.112992