ფეხბურთი

0:14 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ფაბიანო ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

ბრაზილიის ნაკრების ექსფორვარდი ლუის ფაბიანო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ვასკო და გამაში” გააგრძელებს. ამის შესახებ რიო დე ჟანერიოს გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 36 წლის ფაბიანო “ვასკოს” ჩინური “ტიანჯიანიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ლუის ფაბიანო მანამდე “სან პაულუში” 5 წლის განმავლობაში თამაშობდა. ევროპაში კი, ესპანურ “სევილიაში” თამაშით გაითქვა სახელი, რომლის რიგებშიც ორჯერ მოიგო უეფას თასი.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ლუის ფაბიანომ 2003-2013 წლებში 39 თამაში ჩაატარა და 24 გოლის გატანა მოახერხა.

0.113718