სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:37 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პოსტის დატოვებას აპირებს. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, “სამეფო კლუბის” 69 წლის მმართველი დაიღალა მისი პერსონის მიმართ მუდმივად გადამეტებული ყურადღებით და სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.

ზუსტი დრო, როდის დატოვებს კლუბს პერესი, არ სახელდება. თუმცა, წყაროს ცნობით, ის აქტიურად ეძებს მემკვიდრეს, რომელიც კლუბის პოლიტიკის მიმართ პატივისცემით იქნება განმსჭვალული და დაწყებულ პროექტებს განაგრძობს.

პერესი “რეალის” პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. კლუბში მისი მისვლა ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერებით აღინიშნა. იმ პერიოდში მოირგეს “სამეფო კლუბი” მაისური ლუიშ ფიგუმ, ზინედინ ზიდანმა, რონალდომ, დევიდ ბექჰემმა...

2006 წელს ფლორენტინომ “რეალი” დატოვა და მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მისი გადაწყვეტილების მიზეზად ექიმების რეკომენდაცია დაასახელა. ასევე აღნიშნა, რომ კლუბი რეფორმებს საჭიროებდა და ეს პროცესი პირველ ყოვლისა მისი წასვლით უნდა დაწყებულიყო. ის მადრიდელებს სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა და ისევ ხმაურიანი ტრანსფერებით - პირველივე წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან” კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა, “მილანიდან” - კაკა.

ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის პერიოდში “რეალს” ხუთჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111335