ჩოგბურთი

13:17 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ებდენს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 490-ე ნომერს, 29 წლის ავსტრალიელ მეთიუ ებდენს შეხვდება.

ურთიერთშეხვედრებში ავსტრალიელი ქართველს 1:0-ს უგებს. ჩოგბურთელები ერთამენთს 2015 წელს ტოკიოს ტურნირზე შეხვდნენ, მაშინ ნიკამ 6:7, 0:6 წააგო. ისევე, როგორც მემფისში, ტოკიოს ტურნირიც ჰარდის კორტზე ტარდება.

ებდენი ამჟამად კლასიფიკაციაში 490 ადგილზეა, მაგრამ 2013 წელს მის კარიერაში საუკეთესო 68-ე ადგილზე იყო. ავსტრალიელს კარიერაში 6 ჩელენჯერი აქვს მოგებული, ხოლო ბასილაშვილს - 4.

შეხვედრა 18 თებერვალს თბილისის დროით 02:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ტურნირის მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-20, ნომერი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

0.127848