ფეხბურთი

2:44 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ვალენსიაში გაისეირნა, ზლატანმა “სენტ-ეტიენი” დაარბია

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველმა შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა და ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა. “რომა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლიონი”, “როსტოვი”, “შალკე”, “ბეშიქთაში” – ის გუნდები არიან, რომლებიც სასწაული თუ არ მოხდა აუცილებლად 1/8 ფინალში ითამაშებენ, ხოლო მიზანთან ასევე ძალიან ახლოს არიან “ანდერლეხტი”, “ფიორენტინა”, “შახტარი” და “კოპენჰაგენი”, რომელთაც განმეორებითი დაპირისპირების წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

დღის ცენტრალურ შეხვედრად “ელ მადრიგალზე” გასამართი დაპირისპირება მოიაზრებოდა, თუმცა ნეიტრალურ ქომაგს იმედი აშკარად გაუცრუვდა და მხოლოდ ერთი გუნდის თამაში იხილა. ყველასთვის მოულოდნელად, “ვილიარეალი” საკუთარ კედლებში “რომასთან” უშანსოდ 0:4 დამარცხდა. იტალიელებმა ტაიმი ემერსონის ძალიან ლამაზი გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ედინ ჯეკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საპასუხო მატჩი ფორმალობად აქცია.

ბოსნიელის მსგავსად, ჰეთ-თრიკით გამოირჩა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მან “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯარიმით დააწინაურა, რომელიც ცოტათი უცნაური ან სულაც სასაცილო გამოდგა, თუმცა რაც მთავარია, გოლი გავიდა. იბრამ მეორე ბურთი ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო მატჩის მიწურულს თავისივე გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია და “სენტ-ეტიენი” განმეორებითი მატჩის წინ უშანსოდ დატოვა – 3:0.

“რომას” და “იუნაიტედის” გარდა, დიდი ანგარიშით მოიგეს “ლიონმა”, “როსტოვმა” და “შალკემ”, ხოლო “ბეშიქთაშმა” და “ანდერლეხტმა” თავიანთი მეტოქეები ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

სამაგიეროდ, დამარცხდა ლონდონის “ტოტენჰემი”, რომელიც “გენტთან” გასვლაზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი ბურთი 59-ე წუთზე პერბეტმა გაიტანა – 1:0.

“ვილიარეალის” მსგავსად შინ დამარცხდა “სელტა”, რომელმაც “შახტარს” ვერაფერი დაუპირისპირა და თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო. ერთადერთი ესპანური გუნდი, რომელმაც იმარჯვა “ბილბაოა”, რომელმაც შინ “აპოელი” 3:2 დაამარცხა. გამოსარჩევია 36 წლის არიც ადურისის მორიგი გოლი. ამ წყვილში ყველაფერი კვიპროსში გაირკვევა.

ვაკო ყაზაიშვილის “ლეგიამ” შინ “აიაქსი” მიიღო და უგოლოდ გაეყარა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 59 წუთი ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოთამაშე “კრასნოდარმა” კი კლაესონის გოლით შინ “ფენერბახჩე” დაამარცხა.

კიდევ ერთი საინტერესო ჯახი შედგა “ბორუსია პარკზე”, სადაც ადგილობრივი “გლადბახი” იტალიურ “ფიორენტინასთან” დამარცხდა. ერთადერთი გოლი ბერნარდესკის ანგარიშზეა, რომელმაც 44-ე წუთზე ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა – 0:1.

კრასნოდარი – ფენერბახჩე 1:0 (1:0)

გოლი: კლაესონი (4)

ასტრა – გენკი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კასტანე (25), 1:1 ბუდესკუ (43), 1:2 ტროსარდი (83), 2:2 სეტო (90)

ალკმაარი – ლიონი 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ტუსარტი (26), 0:2, 0:3 ლაკაზეტი (45+1; 57), 1:3 იაჰანბაკსი (68 პენ.), 1:4 ფერი (94)

გლადბახი – ფიორენტინა 0:1 (0:1)

გოლი: ბერნარდესკი (44)

სელტა – შახტარი 0:1 (0:1)

გოლი: ლესჩუკი (27)

როსტოვი – სპარტა 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 მევლჟა (15), 2:0 პოლოზი (38), 3:0 ნობოა (40), 4:0 აზმუნი (68)
გაძევება: კონატე (32 ს.)

გენტი – ტოტენჰემი 1:0 (0:0)

გოლი: პერბეტი (59)

ლუდოგორეცი – კოპენჰაგენი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანიჩეტი (2 ს.კ.), 0:2 ტუტუ (53), 1:2 კესერუ (81)
გაძევება: გრეგუსი (96 კ.)

ოლიმპიაკოსი – ოსმანლისპორი 0:0

გაძევება: ვიანა (74 ოლ.)

ანდერლეხტი – ზენიტი 2:0 (2:0)

გოლები: აჩემპონგი (5; 31)

ბილბაო – აპოელი 3:2 (1:1)

გოლები: 0:1; 1:1 ეფრემი (36; 38 ს.კ.), 2:1 ადურისი (61), 3:1 უილიამსი (72), 3:2 გიანიოტასი (89)

ბირ შევა – ბეშიქთაში 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 უილიამი (42 ს.კ.), 1:1 ბარდა (44), 1:2 თოსუნი (60) 1:3 ჰაჩინსონი (93)

ლეგია – აიაქსი 0:0

გაძევბა: ტეტე (84 ა.)

მანჩესტერ იუნაიტედი – სენტ-ეტიენი 3:0 (1:0)

გოლები: იბრაჰიმოვიჩი (15; 75; 88 პენ.)

პაოკი – შალკე 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბურგსტალერი (27), 0:2 მეიერი (82), 0:3 ჰუნტელაარი (90)

ვილიარეალი – რომა 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ემერსონი (32), 0:2, 0:3, 0:4 ჯეკო (65; 79; 86)

0.246211