კალათბურთი

23:56 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე სლოვენიის თასს გამოეთიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის დუდა სანაძის "პრიმორსკა" სლოვენიის თასს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველის გუნდმა კრკა-სთან ორი მატჩის ჯამში 121:127 წააგო. მეორე შეხვედრაში "პრიმორსკა" 63:68 დამარცხდა, დუდა კი ორივე გუნდის რიგებში 18 ქულით საუკეთესო გახლდათ.

სანაძემ მოედანზე 30:21 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა 6 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (20), მხოლოდ თანაგუნდელ ნიკოლა გაიჩს (21) ჩამორჩა.

"პრიმორსკას" მიმდინარე სეზონში ასპარეზობა მოუწევს მხოლოდ სლოვენიის ჩემპიონატში, სადაც საპლეიოფო ზონაში, მე-6 ადგილზე 10 მოგებით და 8 წაგებით იმყოფება.

0.120751