“ვილიარეალის” ბანაკში კარგი სიახლეა – კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტო სოლდადომ მძიმე ტრავმა მოიშუშა და პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
31 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის მძიმე დაზიანება აგვისტოში “დეპორტივოსთან” გამართულ ამხანაგურ მატჩი მიიღო და ამ დრომდე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.
“ყვითელი წყალქვეშა ნავებისთვის” გამოცდილი ფორვარდის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ალეშანდრო პატო ჩინეთში გადავიდა, ხოლო კიდევ ერთი ფორვარდი სედრიკ ბაკამბუ ხშირად ტრავმიანობს. შესაბამისად, ვალენსიურ კლუბს ბოლო პერიოდში წინა ხაზში საკმაოდ უჭირდა.
შეგახსენებთ, რომ სოლდადო “ვილიარეალში” 2015 წლის ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემიდან” გადავიდა. მან გასულ სეზონში 44 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.