საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. აქტიურად ჩართული იყვნენ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები (ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია, კალათბურთის ფედერაცია, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია, რაგბის კავშირი, ფეხბურთის ფედერაცია, ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, ხელბურთის ეროვნული ფედერაცია).
შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვისა და შესაბამისი მიმართულებებით ფიზიკური აღზრდის მასწავლებელ-მწვრთნელების გადამზადებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეებმა დაგეგმეს პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და განსახორციელებელი ღონისძიებები.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური







