ფეხბურთი

0:45 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტი “სიონში” ითამაშებს

“მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კევინ კონსტანტი კარიერას “სიონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია შვეიცარიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის მცველი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

კონსტანტი “მილანში” 2012-2014 წლებში თამაშობდა, ხოლო ბოლოს “ბოლონიას” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებიც გასული წლის 1 ივლისს დატოვა.

0.113652