ფეხბურთი

22:50 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გლები ლორიას თანაგუნდელი გახდა

ბელარუსის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები “კრილია სოვეტოვის” ღირსებას დაიცავს, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ასპარეზობს.

“არსენალის” და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი სამარული კლუბის მაისურს 30 ივნისამდე მოირგებს.

ცნობისთვის, 35 წლის მოთამაშე ბოლოს “ბატეს” ღირსებას იცავდა. გლები ბელარუსის ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობს და 73 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113552