ფეხბურთი

23:38 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ კლუივერტი: “მესი პსჟ-ში? არასოდეს თქვა არასოდეს”...

“პარი სენ ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა პატრიკ კლუივერტმა “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გამარჯვების (4:0) შემდეგ ლიონელ მესის გადაბირებაზე ისაუბრა.

“მესი პსჟ-ში? არასოდეს თქვა არასოდეს... ყველა გუნდს სჭირდება მესის მსგავსი ფეხბურთელი”- განაცხადა კლუივერტმა.

არგენტინელ შემტევს “ბარსელონასთან” მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლეო და კატალონიელები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

0.111555