კალათბურთი

14:08 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ვარჯიშს შეუდგა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ,,ქუთაისის“ გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ქუთაისის’’ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

,,ექიმები გიორგის ტრავმას სერიოზულად მიიჩნევდნენ, მაგრამ საფუძვლიანი შესწავლის შემდე, საბედნიეროდ მათი ვარაუდი არ გამართლდა. გიორგი პარკეტს დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ მსუბუქად ვარჟიშობს. რადგან ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში მისი თამაში სათუოა’’ -გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცინცაძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მუცლის პრესის კუნთი გაიწყვიტა და ამის გამო ვერ ვარჯიშობდა.

0.115677