“ორლანდო მეჯიქმა” და “ტორონტო რეპტორსმა” კალათბურთელები გაცვალეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN.com ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ორლანდომ” კანადაში ესპანელი სერჟ იბაკა გაუშვა, ხოლო თავის მხრივ “ტორონტომ” “მეჯიქს” ტერენს როსი და 2017 წლის დრაფტის პირველი არჩევა მისცა.
მიმდინარე სეზონში იბაკა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.1 ქულას, 6.8 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებდა, ხოლო ტერენს როსი საშუალოდ ერთ მატჩში 10.4 ქულას და 2.6 მოხსნას.