კალათბურთი

12:03 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსმა” “მინესოტას” აჯობა     

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

“მინესოტა” შინ “კლივლენდთან” 108:116 დამარცხდა. “კლივლენდი” მეორე პერიოდში დაწინაურდა, რის შემდეგაც კანადელებმა წინ გასვლა ვეღარ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა “მინესოტას” კანადელმა კალათბურთელმა ენდრიუ უიგინსმა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 25 ქულა, 14 პასი და 8 მოხსნა შესძინა. ირვინგმა 25 ქულა ჩააგდო. “კლივლენდი” 38 მოგებით და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“ლეიკერსი” საკუთარ დარბაზში “საკრამენტოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე დემარკუს კაზინსი საჯარიმო ხაზზე დადგა, ორიდან ერთი სროლა ჩააგდო და “საკრამენტო “ 97:96 დაწინაურდა. მატჩის ბოლო წამზე უილიამსმა საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი გაუშვა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა. “საკრამენტომ” 24-ე გამარჯვება იზეიმა, დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და ერთი მოგებით ჩამორჩება “დენვერს”, რომელიც მერვე საფლეოფო ზონაში იმყოფება.

“ჩიკაგო” – “ტორონტო” 105:94 (24:18, 34:21, 20:25, 27:30)

https://www.youtube.com/watch?v=yh6mBlaOC9M

“მინესოტა” – “კლივლენდი” 108:116 (30:26, 31:43, 32:24, 15:23)

https://www.youtube.com/watch?v=y7HexFyfJEM

“ლეიკერსი” – “საკრამენტო” 96:97 (23:29, 18:14, 23:27, 32:27)

https://www.youtube.com/watch?v=7dZXTeXOqHU

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109244