ფეხბურთი

13:26 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტომას ტუხელი: "დორტმუნდმა" დიდი ფეხბურთი ითამაშა"

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “ბენფიკასთან” განცდილი მარცხის (0:1) მიუხედავად განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაში მოეწონა და ფეხბურთელებით ამაყობს.

“დორტმუნდმა” ითამაშა არამარტო კარგი, არამედ დიდი ფეხბურთი. იშვიათია ითამაშო ასე და მაინც დამარცხდე. მიუხედავად მწარე მარცხისა, მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ახლა განმეორებითი შეხვედრისთვის ვემზადებით”, - ციტირებს უეფას ვებგვერდი ტუხელის სიტყვებს.

“დორტმუნდმა” ლისაბონში, “ბენფიკასთან” მინიმალური ანგარიშით წააგო, ხოლო საპასუხო თამაში გერმანიაში 8 მარტს ჩატარდება.

0.114307