ამ ტურში ერთმანეთს ორი აუტსაიდერი ,,წყალტუბო“ და სეუ დაუპირისპირდა. ამ გუნდებს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფებოდნენ.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გამოკვეთილი აუტსაიდერი დარჩებოდა, მეორე კი პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა. ამ დაპირისპირებაში ფორტუნამ იმერლებს გაუღიმა, რომლებმაც ორი ოვერტაიმის შემდეგ 99: 94 შეძლეს მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
რაც შეეხება სეუ-ს, სტუდენტებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგეს და სატურნირო მგომარეობა საგრძნობლად გაიუარესეს.
იმერლების გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ფორვარდმა ტრავანტე უილიამსმა შეიტანა, რომელმაც 48 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,წყალტუბოს“ მეორე ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი ყაზახეთის წარმომადგენელი დმიტრი სვირიდოვიც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, რომლის აგარიშზეც 18 ქულა და 19 მოხსნაა.
სტუმართა შორის ყველაზე მეტი 41 ქულა ამერიკელმა უკანახაზელმა ჯამალ უილსონმა დააგროვა, მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ცენტრალური თავდამსხმელები დავით მაისურაძე (12ქ. 13 მ) და რიჩარდ მათიაშვილი (11 ქ, 11 მ. 8 პ).
ამ ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს ,,არენა 76“ და თსუ -,,ჰიუნდაი“ შეხვდებიან.
,,წყალტუბო“ - სეუ 99:94 ( ძ. დ. 73:73) (21:13, 17:16, 16:21, 19:23, დ.დ 13:13, 13:8)
1 | ტიტები | 4 | 3 / 1 | 294 / 271 | 7 |
2 | მარნეული | 4 | 3 / 1 | 291 / 282 | 7 |
3 | არენა-76 | 3 | 2 / 1 | 239 / 230 | 5 |
4 | წყალტუბო | 4 | 1 / 3 | 343 / 345 | 5 |
5 | თსუ-ჰიუნდაი | 3 | 2 / 1 | 224 / 195 | 5 |
6 | სეუ | 4 | 0 / 4 | 279 / 347 | 4 |