“კლივლენდ კავალიერსის” ერთ-ერთი ლიდერი ჯეი არ სმიტი პარკეტზე მარტის ბოლოს ან აპრილის თვის დასაწყისში დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსროლელი გუნდს პლეი-ოფში დაეხმარება. კალათბურთელის ტრავმის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
სმიტმა 2016 წლის დეკემბრის თვეში მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა, რის შემდეგაც აღარ უთამაშია. მიმდინარე სეზონში სმიტი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.6 ქულას და 2.1 მოხსნას აკეთებდა.