ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარ “დენვერში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “დენვერი” ტეოდოსიჩის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება. მილოშს სეზონის ბოლოს მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.