სხვა

14:50 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ეტაპის მორიგ შეხვედრას დღეს რუსეთის ნაკრებთან გამართავს. თამაში ყაზანში, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის C-ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად რუსეთისა და იტალიის ნაკრებები ჰყავს. ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო ლიგის სუპერფინალში გაგრძელებს თამაშს. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს იტალია, რომელმაც საქართველოს ნაკრები საშინაო შეხვედრაში 14:5 დაამარცხა, ხოლო რუსეთს სტუმრად აჯობა (10:7). საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა პირველი დაპირისპირება კი გასული წლის ნოემბერში თბილისში სტუმართა გამარჯვებით 14:13 დასრულდა.

დღევანდელი მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციის თვალის დევნება შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე:

0.11317