თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება მეთექვსმეტედფინალისტები გამოვლინდნენ.
ამ ტურნირზე მოასპარეზე 8 ქართველი მოჭადრაკიდან 1/32-ში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება საქართველოს ხუთგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ და ახალგაზრდა დიდოსტატმა სოფო გურამიშვილმა დატოვეს. ხურციძემ ძირითად პარტიებშიევროპის მტავალგზის ჩემპიონი ნატალი ჟუკოვა 2:0 დაამარცხა, რაც შეეხება გურამიშვილს, გრან-პრის ტურნირის აღმოჩენა სარასადატ ხადემალშარეხის 1:1 ეთამაშა , ტაი-ბრეიკში 1,5:0,5 მოუგო და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ყველასათვის მოულოდნელად პირველი ეტაპის დაძლევა გაუჭირდა საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკეს ნანა ძაგნიძეს, რომელიც ეგვიპტელ მონა ხალედის ხვდებოდა. 1:1 შემდეგ ტაი-ბრეიკში ძაგნიძემ 3:1 გაიმარჯვა და ასე გააღწია მომდევნო ეტაპზე.
მოულოდნელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის დამარცხება. ჯავახიშვილი პამ ნგუენთან ( ვიეტნამი) 0,5:1,5 დამარცხდა, ხოლო ხოტენაშვილმ ტაი-ბრეიკში იტალიის სახელით მოასპარეზე ოლგა ზიმინასთან ტაი-ბრეიკში 0:2 წააგო და ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.
ამრიგად, დედოფლის გვირგვინისათვის ბრძოლას ქართველი მოჭადრაკეებიდან ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, ნინო ბაციაშვილი , სოფო გურამიშვილი და სალომე მელია აგრძელებენ.
რაც შეეხება ლელა ჯავახიშვილს, ბელა ხოტენაშვილსა და სოფო გვეტაძეს, ისინი ჩემპიონატს გამოეთიშნენ.
1/16 შეხვედრაში ყველაზე ძლიერი მეტოქე მელიას ეყოლება, რომელიც მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ანტუანეტა სტეფანოვას ეთამაშება. მომდევნო ეტაპზე საქართველოს მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც ეყოლება, რადგან კენჭისყრამ ბაციაშვილი და ხურციძე ერთმანეთს შეახვედრა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ქართველი მოჭადრაკეებიდან ერთმანეთს გვეტაძე და ბაციაშვილი ხვდებოდნენ.
პირველი რაუნდის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე- მონა ხალედი ( ეგვიპტე) 0:1, 1:0( 0:1, 1:0, 1:0, 1:0)
ლელა ჯავახიშვილი -პამ ნგუენი 0,5:0,5 , 0:1
სოფო გვეტაძე- ნინო ბაციაშვილი 0:1, 0:1
სოფო გურამიშვილი- სარასადატ ხადემალშარეხი ( ირანი) 1:0, 0:1( 1:0, 0,5:0,5)
სალომე მელია - ეკატერინე ატალიკი ( თურქეთი) 1:0, 0:1, ( 1:0, 0,5:0,5)
ბელა ხოტენაშვილი-ოლგა ზიმინა 0,5:0,5, 0,5:0,5 ( 0:1, 0:1)
მეორე რაუნდის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით
ძაგნიძე- ოლგა ზიმინა ( იტალია)
ბაციაშვილი-ხურციძე
გურამიშვილი-ნატალია ბუკსა (უკრაინა)
მელია-ანტუანეტა სტეფანოვა ( ბულგარეთი)