კალათბურთი

22:00 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 17 ქულა სერბეთის უმაღლეს ლიგაში

17 წლის გოგა ბითაძე სერბეთში ორ ჩემპიონატში თამაშობს. ერთში თავის ასაკში, ანუ იუნიორთა ლიგაში, სადაც შედეგიანობით გამოირჩევა და მეორე - სერბეთის ეროვნული ჩემპიონტი. ბითაძე „მეგა ლეკსის“ წევრია, თუმცა მეტი სათამაშო გამოცდილების მისაღებად ის სერბეთის ჩემპიონატში „სმედეროვოს“ ღირსებას იცავს. ეს გუნდი აუტსაიდერია, თუმცა შედეგებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ბითაძემ გასულ ტურში დიდ გუნდშიც გამოიჩინა თავი.

“სმედერევო” ამჯერად “ნაპრედაკს” ესტუმრა და 77:90 დამარცხდა, ბითაძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

გოგამ 13-დან 7 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“სმედერევოს” 14-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს, შინ, “სლოგასთან” გამართავს.

gbf.ge

0.116374