ფეხბურთი

15:57 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გროზნი ყაზახურ კლუბს ელაპარაკება

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვიაჩესლავ გროზნი შესაძლოა ყაზახეთში დასაქმდეს. როგორც Worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, გროზნი ერთ-ერთ ყაზახურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ის გუშინ დაშორდა თბილისის "დინამოს" და დღეს უკრაინულ პრესას განუცხადა, პირველად თქვენგან მესმის, რომ გათავისუფლებული ვარო.

შეგახსენებთ, გროზნიმ სამთვენახევარი იმუშავა ქართული კლუბის მწვრთნელად. უკრაინელმა სპეციალისტმა რთულ მდგომარეობაში მყოფი "დინამო" ჩაიბარა, თუმცა გუნდს ჰქონდა საქართველოს თასის მოპოვებისა და ასევე, ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავების შანსი. ვერ მოხერხდა, "დინამომ" თასის ნახევარფინალი წააგო და ჩემპიონატში მეოთხეზე გავიდა.

0.114316