“ნიუ იორკმა” “სან ანტონიო” 94:90 დაამარცხა, კარმელო ენტონიმ 25 ქულა ჩააგდო, სულ კარიერაში 23 775 ქულა დაუგროვდა და ლეგენდარულ კალათბურთელს ჩარლზ ბარკლის გადაასწრო, რომელსაც 23 757 ქულა აქვს.
კარმელო ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის 25-ე ადგილზეა. მელოს მომდევნო სამიზნე “მემფისის” კალათბურთელის ვინს კარტერის 24 352 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე ქარიმ აბდულ-ჯაბარია, რომელსაც 38 387 ქულაა.