ლანჩხუთის "გურიას" 27 წლის ნახევარმცველი ლევან შარიქაძე დაემატა. შარიქაძე "ზესტაფონის" რიგებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ორჯერ ფლობდა სუპერთასს, ხოლო ერთხელ ფინალი ითამაშა. პირველი ტიტული კი პირველლიგელ "გაგრასთან" ერთად მოიპოვა - საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.
ლევან შარიქაძეს ასევე უთამაშია "სამტრედიაში", "შუქურაში", "საპოვნელაში", "დილასა" და "ლიახვში".
"გურია" თბილისში ემზადება. როგორც იცით, გუნდი სეზონს პროლიგა2-ში ჩაატარებს.







