ფეხბურთი

18:49 | 12.02.2017 | ნანახია 2877 - ჯერ

"სიტი" მზადაა დიბალას სანაცვლოდ 25.5 მილიონი გადაიხადოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევი პაულო დიბალა შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" ვიხილოთ. როგორც Mirror-ი იუწყება, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.

დიბალას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 38.3 მილიონი გირვანქა სტერლინგია, "ქალაქელები" კი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 25.5 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.

დიბალამ მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი "იუვენტუსის" რიგებში მოთამაშემ 69 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:32 | 14.02.2017
alermedoni (64)

აგუერომ ჟესუსს სწყევლიდა და გათვალა

23:05 | 12.02.2017
dinamo11 (1009)

ამ ფასში ოხრახუშს ვეღარ იყიდი დეზერტირებში ამათმა დიბალაო

22:36 | 12.02.2017
F B I (7)

თუ თვითონ არ მოითხოვა პოგბასავით (ნუ მას ამბიცია დიდი ჰქონდა ძაან DDD) არ გაყიდიან 100 ლიმონადაც

22:23 | 12.02.2017
იკა..იუვე..10 (4132)

ეტყობა არ უნდათ ყიდვა და იმიტო გააგზავნეს ეგ სუპერ-წინადადება : )))

21:31 | 12.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რატო იხდიან ამდენს ბევრია

20:52 | 12.02.2017
manchester city (346)

გაუჩნდა სიტის ჩემპიონობის შანსი

20:48 | 12.02.2017
manchester city (346)

რა ჩემ კლირედ უნდათ დიბალა ჟესუსი და აგუერო ყავთ.
პ.ს. მე კი მომწონს დიბალა მარა არ არის მისი ყიდვის საჭიროება

20:24 | 12.02.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ეგ ქალაქელებმაც კარგად იციან, რომ ასეთ დაბალ ფასში დიბალას არავინ მიჰყიდის, მაგრამ ვაჭრობასაც სწავლობენ ნელნელა. აბრამოვიჩიც მაგარი ხიხო იყო თავიდან, უზარმაზარ თანხებს ისროდა ფეხბურთელებში. მერე კი ისწავლა ჭკუა პასწეპენნა DDDDDDDDD
ჯერ ცოტას შესთავაზებს სიტი, მერე კი თანდათან მოუმატებს თუ მართლა უნდა ეს ბიჭი. აბა ეგრევე ასტრონომიული ციფრი რომ დააბრეხვოს, კინოფილმ "ლონდრესი" არ იყოს ყველა იხუვლებს, არიქა გეო ძროხებს ყიდულობსო და... DDDDDDDDD

20:23 | 12.02.2017
NGoLo KaNte (36472)

ყველამ თითო სიცილის სმაილი დავწეროთ

20:49 | 12.02.2017
manchester city (346)

20:22 | 12.02.2017
temo11 (1791)

25 ? რაამბავია, დაეწყოთ 10 დან,იკებ აძლევენ )))))))))))0

19:23 | 12.02.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ალკასერსაც კი ვეღარ იყიდი 25 მილიონად

19:19 | 12.02.2017
Alessio (324)

რა ამბავია 25 მილიონი :დდდ

19:15 | 12.02.2017
F B I (7)

ვაი თქვენს პატრონს,ეგ ბევრია დაგიკლებენ ცოტას კიდევ DDDD

0.130166