გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომა” შინ “გოლდენ სტეიტთან” 114:130 დამარცხდა. სამწუხაროდ ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო კიდევ ერთი შეხვედრა გამოტოვა და ზაზას პარკეტზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 43:26 მოიგეს. “გოლდენ სტეიტს 34 ქულით კვინ დურანტმა ულიდერა, 26-26 ქულით სტეფ კარი და კლეი ტომპსონი გამოირჩა. “ოკლაჰომაში” ორმაგი დუბლით რასელ უესტბრუკი საუკეთესო გახლდათ, 47 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი. “გოლდენ სტეიტი” 46 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “დენვერი” 125:109 დაამარცხა. პირველი პერიოდი დენვერელებმა 5 ქულით მოიგეს, დანარჩენი სამ პერიოდში “კავალერიამ” იმარჯვა. 27-27 ქულით კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი გამოირჩნენ, “მეფემ” ორმაგი დუბლი გაკეთა (12 პასი). 27 ქულით და 12 მოხსნით დენვერში იოკიჩი საუკეთესო გახლდათ. “კლივლენდი” 37 მოგებით და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“შარლოტი” – “კლიპერსი” 102:107 (27:29, 24:24, 19:24, 32:30)
https://www.youtube.com/watch?v=Dl1v0MAee1Y
“ინდიანა” – “მილოუკი” 100:116 (22:29, 30:33, 22:26, 26:28)
https://www.youtube.com/watch?v=Z2M6Y0pFLwM
“კლივლენდი” – “დენვერი” 125:109 (28:33, 31:22, 33:23, 33:31)
https://www.youtube.com/watch?v=bHQ4Av1NsLU
“ფილადელფია” – “მაიამი” 117:109 (27:27, 27:21, 30:28, 33:33)
https://www.youtube.com/watch?v=a0qNJzVXqTU
“ოკლაჰომა” – “გოლდენ სტეიტი” 114:130 (24:30, 26:43, 37:32, 27:25)
https://www.youtube.com/watch?v=obmRMQlqKAs
“დალასი” – “ორლანდო” 112:80 (29:23, 32:12, 23:17, 28:28)
https://www.youtube.com/watch?v=OpAW-8pZI40
“ჰიუსტონი” – “ფინიქსი” 133:102 (38:24, 29:29, 34:24, 22:25)
https://www.youtube.com/watch?v=M_ukLVptSbw
“იუტა” – “ბოსტონი” 104:112 (23:33, 21:25, 21:19, 39:35)