WORLDSPORT.GE აგრძელებს უეფას ჩემპიონთა ლიგის შესახებ საუბარს და მერვედფინალური წყვილების წარდგენას.
ამჯერად უკვე “მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” შესახებ ვისაუბრებთ. აქვე გეტყვით, რომ უფრო დაწვრილებით აღნიშნული თამაშის ირგვლივ 21 თებერვალს, ანუ, თამაშის დღეს ვისაუბრებთ.
მანამდე კი, “სიტი” – “მონაკო” – ურთიერშეხვდერები, სტატისტიკა, საინტერესო ფაქტები, დეტალები, მწვრთნელთა და ფეხბურთელთა გზაჯვარედინები...
“მონაკო” პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, აჯობა რა, “ლევერკუზენს”, “ტოტენჰემსა” და ცსკა-ს, ხოლო “სიტი” მეორე პოზიციით – ჩამორჩა “ბარსელონას”.
ურთიერთშეხვედრები
აქამდე “მანჩესტერ სიტი” და “მონაკო” ერთმანეთს არ შეხვედრილან. შესაბამისად, ისინი პირველად 21 თებერვალს შეერკინებიან ერთმანეთს.
ფაქტები, სტატიტიკა
“მანჩესტერ სიტი”
“სიტის” შანსი აქვე მეოთხედფინალში ზედიზედ მეორედ გავიდეს, რაც მისთვის პირველი შემთხვევა იქნება.
“ქალაქელებს” მანჩესტერში ზედიზედ 9 თამაში არ წაუგითა ჩემპიონთა ლიგაზე (6 მოგება, 3 ფრე). ბოლოს “ეტიჰად სთედიუმზე” ტურინის “იუვენტუსმა” მოიგო 2015 წელს (2:1).
შარშან მეოთხედფინალში “სიტიმ” მეორე ფრანგული გუნდი, პსჟ დაამარცხა (2:2, 1:0).
ამის გარდა, კიდევ ერთი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც “სიტის” ფრანგულ კლუბთან მოუწია თამაში და მაშინაც პსჟ-სთან – უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩი ინგლიში 0:0 დასრულდა. მაშინ მანჩესტერელთაგან მოედანზე ვინსენ კომპანი და პაბლო ზაბალეტა იყვნენ.
ხოსეპ გვარდიოლამ აქამდე შვიდი ცდიდან შვიდჯერ გადალახა მერვედფინალური ბარიერი “ბარსელონასა” და “ბაიერნის” თავკაცის რანგში.
“მონაკო”
“მონაკო” შეეცდება მეოთხედფინალში ბოლო სამი სეზონიდან მეორედ გავიდეს. “მონეგასკებმა” ბოლოს ამის გაკეთება 2015 წელს შეძლეს და მაშინ ინგლისური გუნდი გამოთიშეს გათამაშებას – “არსენალი” (3:1, 0:2).
ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ლიგაზე წელს უკვე მოგებული აქვს ინგლისში, როდესაც “უემბლიზე” “ტოტენჰემი” დაამარცხა (2:1) ბერნარდო სილვასა და ტომას ლემარის გოლებით. ლემარმა ლონდონელების წინააღმდეგ საშინაო მატჩშიც გაიტანა.
“თავადები” ინგლისში შემდეგნაირად თამაშობენ: 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.
პლეი-ოფის სტადიაზე “მონაკოს” ინგლსურ გუნდებთან თამაში ისტორიაში ექვსჯერ მოუწია და ხუთჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორის, 1998 წელს “მანჩესტერს” ძლია, 2004 წელს “ჩელსის” და 2015 წელს “არსენალს”.
გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები
პეპ გვარდიოლა ფრანგულ გუნდს 1997 წლის შემდგომ პირველად დაუპირისპირდება. მაშინ, ფეხბურთელმა პეპმა პსჟ-ს თასების თასის ფინალში მოუგო (1:0). ხოლო “მონაკოსთან” 1993-1994 წლების სეზონში იმარჯვა (2:0, 1:0).
ლეონარდო ჟარდიმი ინგლისურ გუნდს პირველად “ბრაგას” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა – “ბირმინგემ სიტის” ევროპა ლიგაზე 2011-2012 წლების სეზონში (3:1, 1:0). მომდევნო სეზონში კი, უკვე “ოლიმპიაკოსის” თავკაცის რაგნში “არსენალსაც” გაეჯიბრა – 1:3, 2:1.
იაია ტურე 2006-2007 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და ლიგა 1-ში 27 შეხვედრა ჩაატარა.
ბაქარი სანია “მონაკოს” ხუთჯერ დაუპირისპირდა, როგორც “ოსერის” ფეხბურთელი (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).
“პორტუს” მაისურით ჟოაო მოუტინიოს “სიტი” 4:0 ჰყავს დამარცხებული 2012 წლის 22 თებერვალს. პორტუგალიელთა რიგებში მაშინ ფერნანდო და ნიკოლას ოტამენდიც თამაშობდნენ.
2015 და 2016 წლებში “სიტის” წინააღმდეგ ითამაშა რადამელ ფალკაომ, ჯერ “მანჩესტერის” ფეხბურთელის რანგში, მერე “ჩელსის”.
ფალკაოს ინგლისური გუნდების, “არსენალისა” და “ჩელსის” კარში გაუტანია გოლი მაშინ, როდესაც “პორტუსა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.
ჯიბრილ სიდიბეს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როდესაც ბაქარი სანია შეცვალა 2016 წელს, ბულგარეთთან მატჩში.
ალექსანდრ კოლაროვს საფრანგეთის ნაკრების კარი აქვს დალაშქრული 2014 წელს ამხანაგურ მატჩში.
ერთად უთამაშიათ
ფერნანდოს, ნიკოლას ოტამენდის, ჟოაო მოუტინიოსა და რადამელ ფალკაოს (“პორტუში”).
ბაქარი სანიასა და ჯიბრილ სიდიბეს (საფრანგეთის ნაკრებში).
ფერნანდინიოსა და ფაბინიოს (ბრაზილიის ნაკრებში).
“მანჩესტერ სიტი” – “მონაკო”
21 თებერვალი, 23:45 საათი
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”