თბილისის "ლოკომოტივმა" აკადემიის სამ ფეხბურთელს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა: გიორგი დევდარიანის გადაწყვეტილებით, 19 წლამდე გუნდიდან მთავარ გუნდში მცველი აკაკი ქიმერიძე და ნახევარმცველები, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და თორნიკე ძებნიაური დაწინაურდნენ.
"ლოკომოტივმა" სამივე მათგანს, კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაუფორმა. ქიმერიძე, ანდრონიკაშვილი და ძებნიაური გუნდთან ერთად, თურქეთის ქალაქ სიდეში, მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან.
სამივე მათგანი 1999 წელსაა დაბადებული.