ფეხბურთი

22:50 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პარუნაშვილი - "ესბიერგის" ახალი ექვსიანი

დანიურ "ესბიერგს" მესამე ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა: ლაშა პარუნაშვილი. ლაშას 2019 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს კონტრაქტი. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი 6 ნომრით ითამაშებს.

"ესბიერგმა" ამ ზაფხულს ორი ქართველი დაიმატა: მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე და ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე. გუნდი დანიის ჩემპიონატში ბოლოდან მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

პარუნაშვილი ექვსი წლის წინ "საბურთალოდან" შეიძინა თბილისის "დინამომ". ლაშასთვის "ესბიერგი" პირველი უცხოური გუნდია და იმედია, დანიაში წარმატებული კარიერა ექნება.

0.122965