დაიწყო ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.
ტურნირის მონაწილე რვა ქართველი სპორტსმენიდან კენჭისყრამ ერთმანეთს ნინო ბაციაშვილი და სოფო გვეტაძე შეახვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო ბაციაშვილმა გაიმარჯვა და 1:0 დაწინაურდა. სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ნანა ძაგნიძე დამარცხდა, დანარჩენებმა ან მოიგეს, ან ყაიმი გააკეთეს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ქალებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს.
გთავაზობთ 1/32-ფინალის პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი (ეგვიპტე) 0:1
ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი (ვიეტნამი0 0,5:0,5
ნინო ბაციაშვილი - სოფო გვეტაძე 1:0
სარესადატ ხადემალშარეხი (ირანი) - სოფო გურამიშვილი 0:1
ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) - ნინო ხურციძე 0:1
ეკატერინა ატალიკი (თურქეთი) - სალომე მელია 0:1
ოლგა ზიმინა (იტალია) - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5
ამ წყვილთა მეორე პარტიები ხვალ გაიმართება.