მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა როისტონ დრენტემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ თავად აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა.
“მე ფეხბურთიდან მივდივარ, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე” – აღნიშნა მან.
29 წლის ჰოლანდიელის თქმით, ის კარიერის გაგრძელებას რეპში აპირებს და ალბომის გამოშვებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ დრენტე “რეალში” 2007-2012 წლებში თამაშობდა და 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მადრიდული გრანდის გარდა, ის “ფეიენოორდის”, “ჰერკულესის”, “ევერტონის”, “ალანიას”, “რედინგის”, “შეფილდ უენსდის”, “კაისერის” და “ბანიასის” ღირსებას იცავდა. ჰოლანდიის ნაკრების მაისური კი, ერთადერთხელ 2010 წელს თურქეთის ნაკრებთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩში მოირგო.