ფეხბურთი

12:00 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ექვსქულიანი მატჩი რომში და "იუვენტუსის" გამოცდა

იტალიის სერია A-ს XXIV ტურის მთავარი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება და სწორედ ამ მატჩით დასრულდება ტური. რომში, “ლაციო” “მილანს” უმასპინძლებს. სხვა შეხვედრებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფი არცერთია, თუმცა ყველას შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.

თუმცა, მანამდე მთავარი თამაშის შესახებ ვთქვათ – “ლაციო” კარგ ფორმაშია და ბოლო ტურში “პესკარა” 6:2 გაანადგურა. პოკერი შეასრულა მარკო პაროლომ და კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. “მილანმა” კი შუა კვირაში გადადებული თამაში მოიგო “ბოლონიასთან” 1:0. “როსონერიმ” აღნიშნული მატჩი 9 ფეხბურთელით მოიგო, რაც თავის ისტორიაში პირველად გაახერხა. გარდა ამისა, 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ 9 კაციანმა გუნდმა 11 კაციან მეტოქეს მოუგო. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ამ მოგებით ხასიათი გამოიკეთეს და ზედიზედ სამ მატჩიანი წაგებების სერია დაასრულეს. ბოლონიაში დიდებულად გაისარჯა ესპანელი ჟერარ დეულოფეუ, რომელსაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი, თუმცა “რენატო დალ არაზე” მართლაც ჩინებულად გაისარჯა. “მილანს” “ლაციოსთან” მატჩმა შეიძლება ითქვას სულზეც მოუსწრო. რატომ? – ამჟამად სიმონე ინძაგის გუნდი სამი ქულითაა წინ და თუ ლომბარდიელები “სტადიო ოლიმპიკოზე” მოიგებენ, უშუალო კონკურენტთან გათანაბრებას მოახერხებენ და ეს უდაოდ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თავის მხრივ, “არწივებიც” არ აპირებენ უქმად ყოფნას და ეცდებიან სამი ქულა თავისთვის დაიტოვონ.

ჩემპიონატის ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” სარდინიაზე ჩავა და იქაურ “კალიარის” გაეჯიბრება. “იუვეს” 4 მატჩიანი მოგებების სერია აქვს და თან გოლიც არ გაუშვია, მაგრამ საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში “ბებერმა ქალბატონმა ოთხივე მარცხი მაშინ განიცადა, როდესაც მიჯრით 4 თამაში ჰქონდა მოგებული. ასე რომ, იტალიის ჩემპიონს "სანტ ელიაზე" პატარა გამოცდაც ელოდანთ - ვნახოთ, გააგრძელებინებს თუ არა, უსიამოვნო ტრადიციას “კალიარი” “იუვეს”. აღსანიშნავია, რომ 23 ტურში ტურინელებმა 19 მატჩი მოიგეს და ეს თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქვე გეტყვით, რომ იგივე მაჩვენებელი “იუვენტუსს” ისტორიაში ოთხჯერ ჰქონია.

ტურინელთა მდევარი “რომა” ღრმა აუტსაიდერ “კროტონეს” ეწვევა. “რომა” ისეთ ფორმაშია, წესით ლამის გავარდნილი გუნდის ძლევა დიდად არ უნდა გაუჭირდეს. სხვათა შორის, “რომა” მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში – 679-ჯერ. ბრწყინვალე ფორმაშია ედინ ჯეკო, რომელიც ბომბარდირთა დავას ლიდერობს, თუმცა კონკურენტებიც ერთ ნაბიჯში არიან და ბოსნიელიც “ეციო შიდაზე” მოტივირებული ითამაშებს.

მილანის “ინტერმა” წინა ტურში “იუვესთან” მარცხით 7 მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა, მაგრამ ხასიათის გამოკეთებას შინ “ემპოლის” ძლევით ეცდება. “დერბი დიტალიას” შემდეგ მილანურმა გრანდმა ბევრი იწუწუნა მსაჯის ქმედებებით, მაგრამ მაურო იკარდისა და ივან პერიშიჩს დისკვალიფიკაციები მაინც არ ასცდათ. შესაბამისად, მილანელებს ტოსკანელებთან თამაში ლიდერების გარეშე მოუწევთ – “ემპოლის” რაც შეეხება, სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება ლევან მჭედლიძე, რომლის სასტარტოში გამწესება უკვე არავის აკვირვებს.

“ფიორენტინა” – “უდინეზე”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

11 თებერვალი, 23:45 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; კიეზა, ბადელი, ვესინო, ოლივერა; ბერნარდესკი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული, ტერო, ძაპატა

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კროტონე” – “რომა”

კროტონე, “ეციო შიდა”

12 თებერვალი, 15:30 საათი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა; სამპირისი, კაპეცი, კრისეტიჯი; სტოიანი, ტროტა, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, ფაციო, რუდიგერი; ბრუნო პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; ნაინგოლანი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: კარმინე რუსო

“ინტერი” – “ემპოლი”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

12 თებერვალი, 18:00 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი; გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ჟოაო მარიო, ედერი; პალასიო

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ვესელი, კოშიჩი; დიმარკო; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; ელ კადური; პუჩარელი, მჭედლიძე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“პალერმო” – “ატალანტა”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

12 თებერვალი, 18:00 საათი

“პალერმო” (4-3-3): პოსავეცი; რისპოლი, გოლდანიგა, გონსალესი, პეცელა; ბრუნო ენრიკე, იაიალო, ჩოჩევი; ემბალო, ნესტოროვსკი, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “კიევო”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

12 თებერვალი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარი, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, აკვილანი, დანკანი; ბერარდი, მატრი, პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, სპოლი, გობი; რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ტორინო” – “პესკარა”

ტურინი, “გრანდე ტორინო”

12 თებერვალი, 18:00 საათი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი, აჯეტი, მორეტი, მარეკა; ბენასი, ლუკიჩი, ობი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო, გიომბერი, ბირაგი; მემუშაო, ბრუგმანი, მუნტარი; ბენალი, ვერე, კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“სამპდორია” – “ბოლონია”

გენუა, “მარასი”

12 თებერვალი, 21:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერესჟინსკი, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; პრატი, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; ნადი, ვივიანი, ჯემაილი; ვერდი, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“კალიარი” – “იუვენტუსი”

კალიარი, “სანტ ელია”

12 თებერვალი, 23:45 საათი

“კალიარი” (4-3-2-1): რაფაელი; პისაჩენე, სალამონი, ბრუნო ალვეში, კაპუანო; ისლა, ტაკჩიდისი, დესენა; დი ჯენარო, ბარელა; საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, რინკონი, კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“ლაციო” – “მილანი”

რომი, “ოლიმპიკო”

13 თებერვალი, 23:45 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, ჰუდტი, რადუ; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, ძაპატა, ვანგიონი; პაშალიჩი, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ლაპადულა, დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: ანტონიო დამატო

თეგებისერია A
ბოლონია   1 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ატალანტა   1 - 0    კიევო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   2 - 1    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   3 - 2    ჯენოა

შემადგენლობა

მოვლენები

სამპდორია   2 - 4    ნაპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ტორინო   5 - 3    სასუოლო

შემადგენლობა

მოვლენები

პალერმო   2 - 1    ემპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

კროტონე   3 - 1    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   5 - 2    უდინეზე

შემადგენლობა

მოვლენები

ფიორენტინა   2 - 2    პესკარა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.247554