კალათბურთი

13:05 | 10.02.2017 | ნანახია 1380 - ჯერ

პარკერი 1 წელი ვერ ითამაშებს

“მილოუკი ბაქსის” ფორვარდი ჯაბარი პარკერი 12 თვის განმავლობაში პარკეტზე ვეღარ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პარკერმა “მაიამისთან” მატჩში მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ფორვარდს ოპერაცია უკვე გაუკეთეს და რებილიტაციის კურსი 12 თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაბარისთვის ეს სეზონი დასრულდა. პარკერმა მსგავსი ტრავმა კარიერაში უკვე მეორედ მიიღო.

პარკერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20,1 ქულას და 6,2 მოხსნას აგროვებდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:48 | 10.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძაან ცუდია

16:00 | 10.02.2017
eke99 (1362)

კაია დაისვენებს

15:46 | 10.02.2017
gaga1987 (158)

ყოველთვის სამწუხაროა ესეთი ტრამვა

19:49 | 10.02.2017
ogafa (10211)

აბა რა

0.132704