ფეხბურთი

11:30 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეპაის მაისური "ლიონის" მუზეუმში შეინახეს

მემფის დეპაი ლიონის “ოლიმპიკში” ახლახან გადავიდა, მაგრამ უკვე კლუბის ისტორიაში შევიდა. არ გეგონოთ, რომ ჰოლანდიელმა რამე განსაკუთრებული გააკეთა, უბრალოდ “ლომების” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, მისი მაისური კი, კლუბმა გუნდის მუზეუმში განათავსა.

ამის შესახებ, “ოლიმპიკის” ვებგვერდი იტყობინება. აღნიშნულის მიზეზი უცნობია, საქმე უფრო ლამაზ ჟესტთან უნდა გვქონდეს.

მემფის დეპაიმ “ლიონის” რიგებში სადებიუტო გოლი “ნანსის” გაუტანა. შეგახსენებთ, ჰოლანდიელი საფრანგეში იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა.

0.167926