ფეხბურთი

19:05 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური: "ცხინვალმა" "საბურთალოს" სძლია (+VIDEO)

თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" მოედანზე ამხანაგური მატჩი გაიმართა: პროლიგა2-ის წარმომადგენელმა "ცხინვალმა" პროლიგა1-ის "საბურთალოს" 3:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები გაიტანეს ქოჩლაძემ, გადრანმა და მესხმა, ხოლო საბურთალოელთაგან ჩოგაძემ შეაგდო.

"საბურთალოს" შემადგენლობაში სიახლე არაა, აი "ცხინვალში" კი არის ცვლილებები. დამატებულთა შორის ყველაზე გამოცდილია ფლანგელი გიგი იოსელიანი, რომელიც ბოლოს "ზუგდიდში" გახლდათ, ხოლო ბოლოსწინა სეზონი "სამტრედიაში" გაატარა.

საბურთალო-ცხინვალი 1:3

საბურთალო (პირველი ტაიმი): კუპატაძე, სოფრომაძე, ცნობილაძე, ნადარაია, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ჩოგაძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ფანცულაია, შინდაგორიძე

საბურთალო (მეორე ტაიმი): კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე, იმნაძე

ცხინვალი (პირველი ტაიმი): რეჭია, ცერცვაძე, კასრელიშვილი, ილია გადრანი, წივწივაძე, ქრისტესიაშვილი, მაღრაძე, ფირცხალავა, ქოჩლაძე, ცოტნე მესხი, მაქაცარია

შეცვლაზე შევიდნენ: მელნიჩენკო, იოსელიანი, კენჭაძე, მორის გელაშვილი, ჯამარაული, გუჯაბიძე, სარიშვილი, მიქავა, გოგილაშვილი

0.127554