კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე ვიქტორ ჩანოვი გარდაიცვალა. ის მართლაც კარგი მეკარე გახლდათ, 3-ჯერ გახდა საბჭოეთის ჩემპიონი და ნაკრებში 21 მატჩშიც აქვს ჩატარებული. მეტი თამაშიც მოუწევდა, რომ არა რინატ დასაევი.
გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიღებული ტრავმაა. 20 იანვარს, კიევში უცნობი პირები თავს დაესხნენ ჩანოვს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას მეორე დილით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან ვერ უშველა...
მომხდარზე კიევის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრა.









