კალათბურთი

15:56 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 17 ქულა 20 წუთში, გამარჯვება და MVP-ის ტიტული

სერბულ „მეგა ლეკსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე წარმატებით თამაშს განაგრძობს. 18-წლამდელთა ჩემპიონატის თითქმის ყოველ მატჩში ის საკუთარი გუნდის საუკეთესო კალათბურთელი ხდება. 17 წლის ქართველი გასულ ტურშიც საუკეთესოდ დაასახელეს.

„მეგა ლეკსმა“ „ნიბაკს“ უმასპინძლა და 107:53 გაანადგურა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 20:44 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 4 ჩაჭრა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არც პერსონალური მიუღია. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

12 ტურში 9 გამარჯვებით „მეგა ლეკსი“ მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, სტუმრად, პირველ ადგილზე მყოფ ბელგრადის “დინამიკთან” ჩაატარებს.

gbf.ge

0.114996