28 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარია ყაზახეთის "ალტაიში" ვარჯიშობს და სავარაუდოდ, ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
ძარია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია და ტიტული სამ სხვადასხვა გუნდში მოიპოვა: "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში". ბოლოს კი ირაკლი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. იყო დრო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ და ერთი გოლიც აქვს გატანილი: დანიასთან ამხანაგურ მატჩში.