კალათბურთი

10:48 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო

კალათბურთში რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,ნოვოსიბირსკმა’’, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი თამაშობს, მორიგ შეხვედრაში ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,ხიმკი-პოდმოსკოვიეს’’ უმასპინძლა და 67:53 დაამარცხა. ციმბირელებმა მე-18 შეხვედრაში მე-14 გამარჯვება მიპოვეს და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 3.15 წუთი დაჰყო, ამ დროში თანაგუნდელებს ორი ქულითა და ერთი მოხსნით შეეწია.

,,ნოვოსიბირსკი’’ მორიგ შეხვედრას 26 თებერვალს ჩაატარებს, მანამდე კი რუსეთის თასზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპსაც 17-19 თებერვალს ეკატერინბურგი უმასპინძლებს.

0.122867